Logo

ჯონ ბასი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა

მსოფლიო
30.12.2021 / 10:23
Frontnews image description

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

 

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Ambassador John R. Bass has begun his tenure as the Under Secretary of State for Management. He is a former ambassador to Afghanistan, Turkey, and Georgia and will help lead efforts to make <a href=”https://twitter.com/StateDept?ref_src=twsrc%5Etfw”>@StateDept</a>'s operations more citizen-centered, effective, and efficient.</p>&mdash; Ned Price (@StateDeptSpox) <a href=”https://twitter.com/StateDeptSpox/status/1476353443384152066?ref_src=twsrc%5Etfw”>December 30, 2021</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>

“ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში, ხელს შეუწყობს ძალისხმევას, რომ სახელმწიფო მდივნის დეპარტამენტის ოპერაციები იყოს უფრო მოქალაქეებზე ორიენტირებული და ეფექტური“, – წერს ნედ პრაისი.

 

ჯონ ბასი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.  

 

ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2009-2012 წლებში  იკავებდა. გარდა ამისა, ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.

თაგები:

ჯონ ბასი
Advertisement