ჯონ ბოლტონი – არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პუტინს ვერ მივწვდებით და მან ეს იცის


ავტორი
Front News საქართველო
თუ პუტინი გასცემს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას, საკუთარ მკვლელობას მოაწერს ხელს, – ამის შესახებ აშშ-ის უსაფრთხოების ყოფილმა მდივანმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ მას მიწვდება.
“უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მცდელობა, რომ ის შევაჩეროთ ამაზე ფიქრისგან. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცდელობები, რომ პუტინმა ამაზე ფიქრი შეწყვიტოს ის მანამდეც ბლეფობდა, ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე და ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ყველა მისი ახლანდელი საუბარიც ბლეფია, თუმცა მე არ გამოვრიცხავდი მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ რუსული ძალები უკრაინაში ჩამოიშლებიან და თუ პუტინი გამოუვალ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება, ამიტომ ჩვენ გარკვევით უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ის გასცემს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას საკუთარ მკვლელობას მოაწერს ხელს.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენ მას ვერ მივწვდებით და მან ეს იცის. შეგიძლიათ ჰკითხოთ ყასემ სოლეიმანის რა ხდება აქ, როდესაც გადავწყვეტთ, რომ რომელიმე ადამიანი ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს”, – აცხადებს ჯონ ბოლტონი.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს