
ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები სქემის ნაწილი, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ ჰერბსტმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, რომ შეცვალოს სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში.
“მოხარული ვართ აქ ყოფნით, მეხუთედ თუ მეექვსედ ვიმყოფები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე სიმბოლურად. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მოსახლეობამ და უფრო ფართოდ დასავლეთმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს და არა მხოლოდ 2008 წელს.
მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები სქემის ნაწილი.
საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკვე უკრაინაში განხორციელებული აგრესიით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებს ემუქრება. ამიტომ აშშ-ს აქვს ინტერესი, რომ გამოასწოროს სიტუაცია აქ და უკრაინაში.
ჩემი მოლოდინია, რომ პუტინი წააგებს ომს უკრაინაში, უკრაინა ასევე დაიბრუნებს მოსკოვის მიერ კონტოლირებად ტერიტორიებს და ამის შემდეგ იგივე მოხდება აქ“, – განაცხადა ჰერბსტმა.
თაგები:
აშშ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს