ჯონ კირბი – აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება


ავტორი
Front News საქართველო
თეთრი სახლი პირობას დებს, რომ უპასუხებს რუსეთს, თუ ის ამერიკულ თანამგზავრებს თავს დაესხმება.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს.
მისივე თქმით, აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კონსტანტინ ვორონცოვმა დღეს განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს და შესაძლოა, ეს თანამგზავრები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს