ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის აღარ იბრძოლებს


ავტორი
Front News საქართველო
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.
მისი თქმით, ახლა “უბრალოდ არასწორი“ იქნება კენჭისყრა, რადგან “შეუძლებელია მთავრობის ეფექტური მართვა, თუ პარლამენტში არ იქნება ერთიანი პოლიტიკური ძალა“.
“ვფიქრობ, ბევრი რამ მაქვს შესათავაზებელი, მაგრამ ვშიშობ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო”, – აღნიშნა ჯონსონმა.
ამგვარად, კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობის ოფიციალურად ორი კანდიდატი – ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი და თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტი იბრძოლებენ.
გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ სუნაკი ყველაზე შესაფერისია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის.
თაგები:
ბორის ჯონსონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს