ჯონსონი – გმადლობთ მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, თქვენ გმირი ხართ, ყველას უყვარხართ

ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელია – ჩვენ მივაწოდებთ სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
გმადლობთ მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, თქვენ გმირი ხართ, ყველას უყვარხართ”, – წერს ჯონსონი.





