ჯონსონი – უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტა დროებითი პაუზაა. უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმება უნდა გააფორმონ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით, დახმარების შეჩერება უკავშირდება გასულ პარასკევს, თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს.
“ეს არის დროებითი პაუზა“, – აღნიშნა ჯონსონმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, მოხარულია, რომ “ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ამ შეთანხმების დადება“.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა “გამოასწოროს ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, შოკის მომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში”.
“ის თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება მომგებიანი სცენარი ყველა ჩართული მხარისთვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო შეთანხმება, რაც შეიძლება, იყოს შეთავაზებული, ამ შეთანხმებას შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ ზელენსკის, გააკეთოს ეს“, – განაცხადა ჯონსონმა.
თაგები:
მაიკ ჯონსონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს