ჯორჯიის შტატში მასობრივი სროლის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთ ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის დროს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ანდრე ლონგმორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი მამაკაცი და ერთი ქალი მოკლა.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 000 დოლარია დაწესებული.
შერიფმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მას, რადგან ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებულია.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს