ჯორჯო არმანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
91 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა.
დიზაინერთან გამომშვიდობება მოქალაქეებს 6-7 სექტემბერს შეეძლებათ, დაკრძალვა დახურულ წრეში გაიმართება.
ჯორჯო არმანი კომპანია „არმანის“ დამფუძნებელი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
ჯორჯო არმანი იყო იტალიელი დიზაინერი და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სტილი და ელეგანტურობის გაგება. მილანში დაბადებულმა არმანიმ თავდაპირველად მედიცინა აირჩია, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ხელოვნებასა და ესთეტიკა იყო. იგი მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლში, მათ შორის Cerruti-ში, რის შემდეგაც 1975 წელს საკუთარი ბრენდი დააარსა.
მოდის გარდა, არმანიმ ბიზნესი გააფართოვა და შექმნა Emporio Armani, Armani Exchange, Armani Casa და სხვა ხაზები, ასევე შევიდა სუნამოების, სასტუმროებისა და ინტერიერის დიზაინის სამყაროში.
თაგები:
ჯორჯო არმანი




