ჯოზეფ ბორელი სამუშაო ვიზიტით უკრაინას თებერვალში ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი სამუშაო ვიზიტით უკრაინას მიმდინარე წლის თებერვალში ეწვევა.
ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”მე ჩავალ უკრაინაში თებერვლის პირველ ან მეორე კვირაში”, – აღნიშნა მან.
ბორელს არ უთქვამს, ვისთან შეხვედრას გეგმავს უკრაინაში ვიზიტის დროს.
“მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, რომ შევამციროთ ჩვენი დახმარება უკრაინაში, პირიქით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და სწრაფად… ფინანსური რესურსების, სამხედრო აღჭურვილობის, სამხედრო წვრთნების და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე“, – განაცხადა ბორელმა.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს