
ავტორი
Front News საქართველო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა.
მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. მათ ყურადღება საერთაშორისო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი ხუთი დღის განმავლობაში JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს