Logo

ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
142
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement