
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღეს გატარებული პოლიტიკით ჩვენ გვაქვს საშუალება, თანხები არ დავზოგოთ და ჯარს არაფერი მოვაკლოთ“ , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა.
“მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება და თუ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, ძალიან კარგი შედეგი იქნება, რასაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ეფექტურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს