ჯუანშერ ბურჭულაძე – აპრილში იგეგმება სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ “რუსთავი 2”- ის გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
“ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში სატესტო რამდენიმე დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა მზად არის. “დელტას” ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წარმოება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს