
ავტორი
Front News საქართველო
“ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. მისი კაპიტალის 80% ხმარდება საქმეებს, რასაც მოსახლეობა საკუთარი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ“, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის მიერ შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალია.
“ეს არის ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, ასე რომ, თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს