
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
საბურთალოს რაიონის N5 საარჩევნო უბანზე თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან ერთად მივიდა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
“საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება არის ადამიანის უფლება და საკუთრების უფლება. ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს