
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში იმ ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თავდაცვის უწყების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც სამხედრო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი.
“ჩვენ მათ მაქსიმალურად ვეხმარებით ლოჯისტიკური შესაძლებლობებით, ფინანსურად და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ მომავალს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს