
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის უწყების 2023 წლის საქმიანობისა და უწყებაში მიღწეული პროგრესის შეჯამებისას, თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ამ ჭრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების ძალისხმევასა და გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება.
“ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მომავალშიც შევინარჩუნებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთადერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თავდაცვის მინისტრმა ის ძირითადი კომპონენტები მიმოიხილა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების ფონზე, თავდაცვის სფეროში პრიორიტეტებს წარმოადგენდა და უწყებამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მან საზოგადოებას თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს