ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
“ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ. საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები, რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა იგეგმება.
“განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს გაუწევს თავდაცვის ძალები”, – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს