ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არავითარ შემთხევაში არ გადის მილიტარისტულ გზაზე”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედი LIVE”-ის ეთერში.
თავდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის მხრიდან საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნებზე გაკეთებულ განცხადებას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ეს იყო გეგმიური წვრთნა, რომელიც საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა.
“აპელირება, რომ ჩვენ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, არ არის სწორი. არანაირი ტექნიკა წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ყოფილა”, – აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამგვარ საუბარს, შესაძლოა, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს.
“კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ წყნარად იყოს. ჩვენგან მხრიდან არანაირი საფრთხე არ არის არც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიმართ და, მით უმეტეს, რეგიონში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში

ჯუანშერ ბურჭულაძე – საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა