ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაა


ავტორი
Front News საქართველო
“გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა.
“რა თქმა უნდა, ეს ზრდაც არ ეხება არანაირად მილიტარიზაციას. ეკონომიკის ზრდამ, პრემიერის ხელმძღვანელობით სწრაფად გადაწყვეტილების მიღებამ, თამამი გადაწყვეტილების მიღებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას და შესაბამისად გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებაზე. ჯამში, ჩვენ გვემატება 98 მილიონი ლარი. უწყებას აკლდება 18 მილიონი, ის რომელიც იქნა დაზოგილი კონკრეტულად შემთხვევაში. თუმცა, ცდილობენ, რომ ეს პოზიტივი ნეგატივად გადააკეთონ. ეს იქნება პროპორციულად გადანაწილებული ხარჯები,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს წელს უკვე ორჯერ მოემატათ ხელფასები.
“უკვე შევასრულეთ დაპირება მინიმალურ დონეზე, 2-%დან 25% მდე გავუზარდეთ ანაზღაურება დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. დაგეგმილია, ასევე პრემიერის ინიციატივით, 10%-ით ზრდა იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურეზე. ჩვენ კიდევ გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს