ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას დახმარებოდა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უპირველეს მიზანს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
“უპირველესი მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, აქედან გამოვდივართ და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენ რეალობაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ არ ვართ რომელიმე კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მაღალი საფრთხის მატარებელი ვართ. ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ

ჯუანშერ ბურჭულაძე – ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა