ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” რეგიონში არსებულ გართულებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
“მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მხოლოდ კავკასიის რეგიონს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მშვიდობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი რეგიონის მასშტაბით “, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
“ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კონკრეტული მოლაპარაკებების ინიციატორები, სადაც საშუალება გვექნება, იქნება ეს ტყვეთა გაცვლა თუ სხვა ქმედება, რაც იყო პრემიერის ინიციატივა და ყველასთვის სამაგალითო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით

ჯუანშერ ბურჭულაძე – საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა