
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსიც მოინახულეს, რომელიც უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი. თავდაცვის მინისტრი ბაზაზე დასრულების ფაზაში არსებულ ლაზარეთისა და სასადილოს კაპიტალური რემონტის მიმდინარეობასაც დააკვირდა.
ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში ვიზიტის ფარგლებში მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახალი სასროლეთის გახსნასაც დაესწრო, სადაც ქვედანაყოფის განახლებული შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერა.
ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს