Logo

ჯუანშერ ბურჭულაძე – დღეს ჩვენ გვაქვს საამაყო ინფრასტრუქტურა, კვება და უნიფორმები

პოლიტიკა
959
Frontnews image description

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქართულ ჯარს აქვს საამაყო ინფრასტრუქტურა, კვება და უნიფორმები.

 

“ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებიც და უწყების ხელმძღვანელობაც სხვადასხვა ბაზაზე და მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების ბაზებზე ხშირად დავდივართ და სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენნაირი უნიფორმა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ის კვება, რასაც ჩვენი ჯარისკაცები იღებენ, მე არ მინახავს. გულწრფელად ვაცხადებ, რომ კომპლექსურად ასეთი შედეგი, მით უმეტეს ასეთ მოკლე ვადაში მიეღწიოს ქვეყანას, წარმოუდგენელია ფაქტიურად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები