ჯუანშერ ბურჭულაძე – დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
“პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, სამი წლის განმავლობაში ხორციელდება და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. სამხედროების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20% -ით მიმდინარე წლის იანვარში” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას.
მინისტრმა ჯარში არსებულ საუკეთესო კვების პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ჯარს ასევე გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს.
“დღეს ჯარში კვება არის საუკეთესო, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურაც ისეთია, რომ ალბათ ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას ჩვენს პირობებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრმა საუბრისას ჯარის მიმართ შავ პიარზეც ისაუბრა.
“ჯარის მიიმართ გრძელდება შავი პიარ კამპანია, თუ რატომ გავუმასპინძლდით ახალ წელს ხორცით ჯარისკაცებს, რატომ ვაჩუქეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს საახალწლო ნობათი და გმირებს რატომ დავურიგეთ საჩუქრები. ეს იწვევს აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
“რუსთავი2“-ის ეთერში მინისტრი საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ჯარის ქალაქი” ერთ-ერთი საამაყო პროექტია.
“მახათას მთა ერთ-ერთი საამაყო პროექტია. ეს არის ათეულობით წლებით დაგროვილი პრობლემა. ჩვენ დავუკანონეთ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურეს ბინები. ასევე მახათაზე გადაეცემა ბინები 1050 სამხედრო მოსამსახურეს”, – განაცხადა მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი პროცესი

ჯუანშერ ბურჭულაძე – ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა

ჯუანშერ ბურჭულაძე – დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა