ჯუანშერ ბურჭულაძე – ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო “იმედის” ეთერში კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი, თუმცა აქტუალურობიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში იმართება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ ფორუმის გაფართოებას.
“ის, რომ ღონისძიება კიბერუსაფრთხოების თაობაზე უკვე მესამე წელია, ჩვენთან ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოების ფორუმზე მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ეს ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში უნდა მიიღოს მასშტაბური სახე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროპა და დასავლეთი კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე ქვეყნები არიან და ჩვენც ამ მოწინავე ქვეყნების ნაწილი ვართ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს