ჯუანშერ ბურჭულაძე – ეს არ არის ჩემი დისკრედიტაცია, ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი.
ამის შესახებ ბურჭულაძემ რადიო იმედზე, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას ისაუბრა.
“ეს არ არის ჩემი დისკრედიტაცია. ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით. ბოროტის მოსურნეებმა ინდივიდუალურ დონეზეც ვერ ნახეს ჯარისკაცები, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდნენ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ავღანეთში, დამოუკიდებელ უბანზე 1000-კაციან შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს ხმათა 96% მივიღეთ. ეს ხომ იმის გამოხატულებაა, რომ ჯარისკაცი გვიფასებს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ჯარისკაცის, იმ ადამიანის დაფასება, რომელიც მზად არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების დაცვას მთელი ცხოვრება მიუძღვნას, მთელი საზოგადოების ვალია.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ეს არის მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია

გიორგი კეკელიძე – არასდროს გადავუხვევ ჩემს პრინციპებს, შევეწირები? შევეწირო, ახლაც დანის პირზე დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი

ჯუანშერ ბურჭულაძე – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი პროცესი