
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები, რომელიც დასახული იყო, კერძოდ, სოციალური პირობები ჯარისკაცისთვის რჩება და არ გადავუხვევთ ამ პოლიტიკას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იგივე პრინციპით გადანაწილდება და კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯარისკაცისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
“ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ჯარისკაცზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტებთ შეიარაღების მიმართულებას. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები დავისახეთ. პარტნიორების რეკომენდაციით ჩვენ დავსახეთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც 10- წლიან პერსპექტივას გულისხმობს, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს