ჯუანშერ ბურჭულაძე – გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს“ – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო სწავლება “Defender 2023” საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს.
“შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას.
ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამოდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს