
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი არავისთვის არ არის.
“ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები.
მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს