ჯუანშერ ბურჭულაძე – მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება


ავტორი
Front News საქართველო
“მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი განმარტებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს და ქვეყნის თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის.
მისივე განცხადებით, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს