ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა. შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


