ჯუანშერ ბურჭულაძე – პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს, თუმცა გეგმები არ შეცვლილა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ინფორმაციას ჯუანშერ ბურჭულაძე “მთავარ არხს” თავადვე უდასტურებს, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებს.
ბურჭულაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა ელჩების დანიშვნას აწერს ხელს.
“პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.
აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ. მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს”, – აცხადებს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს.
“ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა, ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაო ჩვენს პარტნიორებთან”, – აცხადებს ბურჭულაძე “მთავართან”.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ირაკლი ლატარია – ხელს არ აწერს არაფერს, რაზეც მოსაწერი აქვს, ეს არ არის სახელმწიფოებრივად აზროვნება

ჯუანშერ ბურჭულაძე – ვერ წარმომიდგენია, ჯარის პოპულარიზაციას ვინმე აზიანებდეს, თუმცა მასიური წინააღმდეგობა მიდის ამ პროცესის

ჯუანშერ ბურჭულაძე – შემოგვაქვს მოქნილი სისტემა, რომელიც სტუდენტებს ხელს არ შეუშლის არც განათლების მიღებაში და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში