ჯუანშერ ბურჭულაძე – ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით არსებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
“ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და ყურადღება გაამახვილა „დელტადან“ ქართული ჯარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქციით მომარაგების საკითხზე.
მისი თქმით, ბოლო წლებში დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაცემული აქვს თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა „დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს „დელტა ტექსტილის“ მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი – სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება.
“პროექტის განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალები უკვე იღებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა პროდუქციას. ასევე, საწარმო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ ბრენდებთან და მომავალში იგეგმება წარმოების გაზრდა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში