ჯუანშერ ბურჭულაძე – ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია.
„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების წვლილი აღნიშნა. საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირი მეომრების თავგანწირვა, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომლებიც დღესაც ქვეყნის სამსახურში არიან.
ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. მან სამხედროებს წინაპრების მხედრული ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება უსურვა.
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს