
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისი განცხადებით, რისკები შემცირებულია და მოხდა ხანძრის იმ კერების ლოკალიზება, რომლებიც შეიძლებოდა, დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო.
“გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ შეგვეფასებინა სამომავლო რისკები, მიგვეღო გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭირო ჯარის ჩართვა აღნიშნულ ღონისძიებაში. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო, ასევე ცოცხალი ძალა. ჩენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული. მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
19 რიცხვშივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და მას შემდეგ, რაც უკვე საჭირო გახდა ჯარის ჩართვა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და უწყებები აფასებენ რისკს და შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას, რა ტექნიკის ჩართვაა საჭირო იმ ეტაპზე. ვერტმფრფენის ჩართულობა ამ კერებს ვერ შეამცირებდა 19 რიცხვშივე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს