
ავტორი
Front News საქართველო
“არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება.
“ჩვენ შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან 20% -ით გავზრდით სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას. მიმდინარე წელს მოვახერხეთ და დაახლოებით, 20%-ით, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც გავზარდეთ ანაზღაურება“, – განაცხადა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 2024 წელსაც გაიზრდება.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს