Logo

ჯუანშერ ბურჭულაძე საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
1568
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.  

 

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.  

 

საუდის არაბეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრს მისი კოლეგის, სამეფო უდიდებულესობა მემკვიდრე პრინცის, პრემიერ მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის, მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მოწვევა გადასცა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები