
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივან კორჩოკს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ივან კორჩოკს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სფეროში განხორციელებული პრაქტიკული მექანიზმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებები გააცნო და ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას კოლეგა, იაროსლავ ნადი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს