ჯუანშერ ბურჭულაძე – თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით, ასევე გადაჭრის წვევამდელებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხს და უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ “იმედის” ეთერში.
ბურჭულაძის განმარტებით, კოდექსზე მუშაობისა და განხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა პროექტის კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა.
“კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას რაიმე წინააღმდეგობა მოყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ მუშაობისას გავაფართოვეთ პირთა წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არ ყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მან “თავდაცვის კოდექსის“ კონკრეტული უპირატესობები და მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები დაასახელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსი წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს.
“კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს