
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის კოდექსი რელიგიური მიმართულებით დისკრიმინაციული არ არის.
“სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე “გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ “გირჩს“ რელიგიასთან არანაირი შეხება არ აქვს.
“ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა, მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, თავდაცვის კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს