
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.
შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს