ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელი კოლეგისგან ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უნგრულ სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო.
“მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრულ უპოლოტო საფრენი საშუალებების კომპანიას Rotors and Cams ესტუმრა და კომპანიის მიერ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ სამრეწველო, სამართალდამცავი და სამხედრო წარმოების ფართო სპექტრს ადგილზე გაეცნო.
სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის დრონის ტექნოლოგიის სტატიკური ჩვენებაც მოეწყო.
უნგრეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალ წელს, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას დაიკავებს, კიდევ უფრო მეტად ექნება საქართველოს მიმართ ხელშეწყობის შესაძლებლობა”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს