Logo

ჯუანშერ ბურჭულაძე – ვულოცავ კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენს ჯარს, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა

პოლიტიკა
1036
Frontnews image description

მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც  კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ “იმედის” ეთერში სამინისტროს  წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა.

 

მან კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით,  გაწეულ  სამუშაოსა  და  განხორციელებული რეფორმების პროცესში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

“მინდა დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება,  მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც  კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება.  ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა,  მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე  არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის  შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას,  ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების  გონივრული პოლიტიკა, რომლის მმართველობა  ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი აღმოჩნდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები