ჯუანშერ ბურჭულაძემ არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა. მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს