
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს