ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხი განმარტა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ “რელიგიური მოტივით” ათავისუფლებს ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რაც მისი თქმით, სიმახინჯეა.
თავდაცვის მინისტრმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს გადავადების საკითხი ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა.
“თუკი განსაკუთრებულ შემთხვევაში პირს უნდა ერთი წლით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება, მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. დამდგარი ვალდებულება მას გადაეწევა ერთი წლით, ხოლო შემდეგ წელს ის არ მოხვდება შერჩევით სიაში და შესაბამისად, ავტომატურად მოუწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა”, – განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს