
ავტორი
Front News საქართველო
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
„დღეისათვის სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც 2017 წლამდე გააჩნდათ K 2 კოეფიციენტის მატებისთვის გადასახდელი თანხები და რომელთა გადახდაც ვერ მოხდა, მაგრამ მშენებლობა თითქმის დასრულებული აქვთ, იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, გთავაზობთ 2025 წლამდე გადავუწიოთ მათი გადახდა იმ დათქმით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნას 2025 წლის 1 იანვრამდე“,- განმარტა კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
მომხსენებლის თქმით დღისათვის ქვეყანაში ასეთი 25 კომპანიაა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს