
ავტორი
Front News საქართველო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. იმერეთის რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გაიმართა.
ლიცეუმის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა – ალექსანდრე გვაზავამ და ელენი ჟორჟოლიანმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს